ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და თასისთვის ბრძოლას 4 გუნდი აგრძელებს.
1/2 ფინალისტებიდან, ტრებლის შანსს ორი კლუბი ინარჩუნებს — პარი სენ ჟერმერნი და ბარსელონა. ენრიკეს გუნდმა უკვე მოიგო ლიგა 1 და საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა, ხოლო კატალონიელები ლა ლიგას ლიდერობენ და კოპა დელ რეის ფინალში რეალს დაუპირისპირდებიან.
ევროპული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად ტრებლი 1966/67 წლების სეზონში სელტიკმა მოიგო, როდესაც შოტლანდიის ჩემპიონატის, თასის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ბოლოს კი სამი დიდი ტურნირი ერთ სეზონში 2022/23 წლებში პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ იზეიმა.
გუნდები, რომლებმაც ტრებლი მოიგეს
| კლუბი | ქვეყანა | სეზონი |
| სელტიკი | შოტლანდია | 1966/67 |
| აიაქსი | ნიდერლანდები | 1971/72 |
| პსვ | ნიდერლანდები | 1987/88 |
| მან.იუნაიტედი | ინგლისი | 1998/99 |
| ბარსელონა | ესპანეთი | 2008/09 |
| ინტერი | იტალია | 2009/10 |
| ბაიერნი | გერმანია | 2012/13 |
| ბარსელონა | ესპანეთი | 2014/15 |
| ბაიერნი | გერმანია | 2019/20 |
| მან.სიტი | ინგლისი | 2022/23 |









