ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეექვსე ტურში მიუნხენის ბაიერნმა ლისაბონის სპორტინგი საკუთარ კედლებში ანგარიშით 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ იოზუა კიმიხის ავტოგოლის შემდეგ, "რეკორდმაისტერი" 65-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ შემდეგ, მასპინძლებმა 3 ბურთი შეაგდეს.
ალიანც არენას ბინადრების მხრიდან გოლები გაიტანეს სერჟ გნაბრიმ, ლენარტ კარლმა და ჯონათან ტამ. სამწუხაროდ, "ლომების" აღნიშნულმა შეხვედრამაც ჩაიარა გიორგი ქოჩორაშვილის გარეშე, რომელიც სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ბაიერნი 3:1 სპორტინგი
გოლები: 0:1 იოზუა კიმიხი (ა/გ) 54', 1:1 სერჟ გნაბრი 65', 2:1 ლენარტ კარლი 69', 3:1 ჯონათან ტა 77'.









