გამარჯვება ევრობასკეტის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან, - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო.
რამდენიმე წუთის წინ, ლიმასოლში საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის მატჩი დასრულდა. ევროპის მოქმედ ჩემპიონს ჩვენმა გუნდმადამაჯერებლად 83:69მოუგო.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ესპანეთთან:
თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, სანდრო მამუკელაშვილი, კამარ ბოლდუინი
საქართველოს ნაკრებმა მატჩი აქტიურად დაიწყო და პირველ 5 წუთში 13:6 დაწინაურდა, პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 20:17 მოიგო, ყველაზე მეტი - 8 ქულა სანდრო მამუკელაშვილმა დააგროვა.
მეორე მეოთხედის ბოლო წუთები განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა. დუდას სამიანით - 31:26 გახდა ანგარიში, რასაც სანტი ალდამას სამიანი მოჰყვა - 31:29, მალევე ბრიზუელამ ანგარიში გაათანაბრა, შენგელიამ ჯარიმა ზუსტად გამოიყენა და 32:31, ესპანეთი ერთი ქულით დაწინაურდა 32:33, სანაძემ ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა და 34:33, რასაც შენგელიას სამიანი მოჰყვა და 37:33, ბრიზუელა სირენასთან ერთად ორქულიანი ჩააგდო და პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედ ჩემპიონთან 37:35 მოიგო. პირველი ტაიმში ქართველთაგან ყველაზე მეტი 11 ქულა დუდა სანაძემ დააგროვა.
მესამე მეოთხედიბოლდუინის სამქულიანით დაიწყო, რასაც შენგელიას ორქულიანი მოჰყვა,მესამე პერიოდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე საქართველო 10 ქულით დაწინაურდა 57:47, საბოლოოდ კი მესამე მეოთხედი საქართველომ 57:49 მოიგო.
დასკვნითი მეოთხედი რატი ანდრონიკაშვილის ეფექტიანი ორქულიანით დაიწყო, ესპანელებმა 5 ქულამდეც შეამცირეს სხვაობა, რასაც მამუკელაშვილის სამქულიანი მოჰყვა და 68:57 დაწინაურდა საქართველოს ნაკრები, გოგა ბითაძის მოპოვებული ქულების შემდეგ, საქართველო 72:60 იგებდა, ბურჯანაძის ორქულიანით, მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე საქართველო 14 ქულით დაწინაურდა - 74:60. საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა, სრულიად დამსახურებულად, დამაჯერებლად 83:69 მოიგო.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკელაშვილი იყო- 19 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა. გოგა ბითაძემ 15, თორნიკე შენგელიამ კი 13 ქულა დააგროვა.
ჩვენი გუნდი ესპანეთს აქამდე ოთხჯერ შეხვედრია და 3 წაგება და 1 მოგება ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებიდან ამჟამად გუნდში 6 კალათბურთელი ასპარეზობს.
ამ გამარჯვებით, საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის C ჯგუფში პირველ ადგილზეა. ჯგუფის მეორე შეხვედრა, ბოსნია და ჰერცოგოვინა - კვიპროსი 19:15 საათზე დაიწყება, მესამე მატჩი კი საბერძნეთსა და იტალიას შორის 22:30 საათზეა ჩანიშნული.
ჩვენ გუნდს მორიგი შეხვედრა 30 აგვისტოს იტალიის ნაკრებთან ელის.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:
რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი, თბილისის დროით:
საქართველო – იტალია - 30 აგვისტო, 16:00 საათი
საქართველო – საბერძნეთი - 31 აგვისტო, 16:00 საათი
საქართველო – კვიპროსი - 2 სექტემბერი, 19:15 საათი
საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა - 4 სექტემბერი, 16:00 საათი









