მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალში სენსაცია მოხდა — მანჩესტერ სიტი ალ ჰილალთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
შეხვედრის ანგარიში დებიუტში, მე-8 წუთზე ბერნარდუ სილვამ გახსნა და მანჩესტერ სიტი დააწინაურა. მეორე ტაიმის პირველივე წუთზე მარკოს ლეონარდომ წონასწორობა აღადგინა, ხოლო ზუსტად 6 წუთში მალკომმა ალ ჰილალი წინ გაიყვანა. 55-ე წუთზე, ჰოლანდმა გაათანაბრა და ძირითადი დრო 2-2 დასრულდა.
დამატებული დროში, 94-ე წუთზე კულიბალიმ არაბული კლუბი კვლავ წინ გაიყვანა, რასაც 104-ე წუთზე ფოდენის გოლი მოჰყვა. 112-ე წუთზე კი მარკოს ლეონარდომ დუბლი გაიფორმა და ალ ჰილალი 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფლუმინესე იქნება, რომელმაც ინტერს 2-0 მოუგო.
მანჩესტერ სიტი 3-4 ალ ჰილალი
გოლები: 1-0 ბერნარდუ სილვა (8'), 1-1 მარკოს ლეონარდო (46'), 1-2 მალკომი (52'), 2-2 ჰოლანდი (55'), 2-3 კულიბალი (94'), 3-3 ფოდენი (104'), 3-4 მარკო ლეონარდო (112')









