საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში გაიმართა საინტერესო შეხვედრა პსჟ-სა და პარიზს შორის, რომელიც სენსაციურად დასრულდა.
რა თქმა უნდა, წყვილში ფავორიტი პსჟ იყო, თუმცა საქმე ისე წარიმართა, რომ პარიზმა თავი კარგად დაიცვა, გოლი 74-ე წუთზე გაიტანა და 0:1 გაიმარჯვა.
პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი პარიზის ფეხბურთელმა იკონემ გაიტანა.









