იტალიის სერია ა-ს 2025/26 წლების სეზონის მეორე ტურში, მილანის ინტერმა სან სიროზე უდინეზე მიიღო და 1-2 დამარცხდა.
მატჩის ანგარიში მასპინძლებმა მე-17 წუთზე გახსნეს — თავი დუმფრისმა გამოიჩინა. 29-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით დევისმა გაათანაბრა, ხოლო მე-40 წუთზე ატამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
აღნიშნული შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო საბა გოგლიჩიძემ და მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზე გამოჩნდა. ქართველი ცენტრალური მცველი ბურთს 16-ჯერ შეეხო და 6 სახიფათო მომენტი განმუხტა.
ინტერი 1-2 უდინეზე
გოლები: 1-0 დუმფრისი (17'), 1-1 დევისი (29'), 1-2 ატა (40')
სწორედ ინტერის და უდინეზე მატჩით დაიხურა სერია ა-ს მე-2 ტური და გუნდები 2 კვირიან სანაკრებო შესვენებაზე გავიდნენ. ორი ტურის შემდეგ, უდანაკარგოდ მხოლოდ ნაპოლი, იუვენტუსი, კრემონეზე და რომა არიან, ხოლო ქულის მოპოვება მხოლოდ სასუოლოდ ვერ მოახერხა.









