შეხვედრის ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი პირველი ტაიმის შუაში, 24-ე წუთზე ფილ ფოდენმა გაიტანა და თავის გუნდს 3 ქულა ჩაუწერა აქტივში.
26 მატჩის შემდეგ, მანჩესტერ სიტის 59 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს, ლივერპულს 1 ქულით ჩამორჩება. ბორნმუთი კი 28 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.
მომდევნო ტურში პეპ გვარდიოლას გუნდი მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს, ხოლო ბორნმუთი ბარნლის ესტუმრება.









