კიბერსპორტულმა ორგანიზაცია G2 Esports-მა დაადასტურა, რომ მისი სუპერვარსკვლავი ილია “m0NESY” ოსიპოვი კარიერას არაბულ Team Falcons-ში გააგრძელებს. ახალ გუნდში ის აბდულხალიკ “degster” გასანოვს შეცვლის.
m0NESY-მ G2 Esports-ის შემადგენლობაში 6 ტიტული მოიგო, მათ შორის პრესტიჟული ტურნირები კიოლნსა და კატოვიცეში.
ოფიციალურად ტრანსფერის ღირებულების თაობაზე არაფერია ცნობილი, მაგრამ ინდუსტრიის ინსაიდერი ალექსეი “OverDrive” ბირიუკოვი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ვინც მოსალოდნელ ტრანსფერზე ისაუბრა, აცხადებს, რომ Team Falcons-მა G2 Esports-ს 2-2.5 მილიონი დოლარი გადაუხადა.
*ალექსეი “OverDrive” ბირიუკოვი
Team Falcons-ის ახალი შემადგენლობა:
- ემილ “Magisk” რეიფი
- ნიკოლა “NiKo” კოვაჩი
- დამიან “kyxsan” სტოილკოვსკი
- რენე “TeSeS” მადსენი
- ილია “m0NESY” ოსიპოვი
- დენი “zonic” სორენსენი (მწვრთნელი)















