აღნიშნულ შეხვედრაში თავი რეტეგიმ, დე როონმა, ზაპაკოსტამ და ლუკმენმა გამოიჩინეს და გასპერინის გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
28 მატჩის შემდეგ, ატალანტას 58 ქულა აქვს, მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერს, ინტერს 3 ქულით ჩამორჩება. იუვენტუსი კი 52 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ბერგამოელები ინტერს უმასპინძლებენ, ხოლო ტურინელები ფიორენტინას ესტუმრებიან.









