სერია A-ს 34-ე ტურის ცენტრალური მატჩი სან სიროზე გაიმართება, სადაც მაყურებელი მილანისა და იუვენტუსის დაპირისპირებას იხილავს.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს.
მილანი (3-5-2): მენიო, ტომორი, გაბია, პავლოვიჩი, სალმაკერსი, ფოფანა, მოდრიჩი, რაბიო, ესტუპინიანი, პულისიკი, ლეაო
იუვენტუსი (3-4-2-1): დი გრეგორიო, კალულუ, ბრემერი, კელი, მაკკენი, ლოკატელი, ტურამი, კამბიაზო, კონსეისაუ, დევიდი, ილდიზი
დანაკლისი: კაბალი, მილიკი.
"როსონერი" 34-ე ტურს 66 ქულით ხვდება, ხოლო "ბიანკონერის" 63 ქულა აქვს. მაქს ალეგრის გუნდი მე-3 პოზიციას იკავებს, ლუჩანო სპალეტის ბიჭები კი ცხრილში მე-4 პოზიციაზე არიან.
მილანი-იუვენტუსის მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.









