სტუმრებმა გოლი 25-ე წუთზე გაიტანეს, რის შემდეგაც "ბებერი ქალბატონი" უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხა.
მეორე ტაიმში ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა და იუვეტუსმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ვიდეომსაჯმა გოლი გააუქმა, უდინეზემ კი საქმე ბოლომდე მიიყვანა და სტუმრად, იუვენტუსი 1:0 დაამარცხა.
სერია ა ნელ-ნელა ინტრიგას კარგავს. 24 ტურის შემდეგ, მეორეადგილოსანი იუვენტუსი ლიდერ ინტერს მთელი 7 ქულით ჩამორჩება და მილანელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.









