საინტერესოა ის, რომ მხოლოდ პორტუგალიელმა და ქართველმა შემტევებმა მოახერხეს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მიღება სადებიუტო სეზონშივე. 2018/219 წლების სეზონში ეს გააკეთა ტურინის იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა, 2022/23-ში კი ნაპოლის ვინგერმა. ორივე მოთამაშე იმ მომენტისთვის სკუდეტოს მფლობელი იყო.
"ბებერი ქალბატონის" ყოფილმა მეშვიდე ნომერმა იმ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 43 შეხვედრაში 28 გოლის გატანა შეძლო. "პარტენოპეის" 77-ე ნომერმა კი 43 მატჩში 14 გოლი. შეგახსენებთ იმასაც, რომ 23 წლის ვინგერი იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეც გახდა.
2018/19 - კრიშტიანუ რონალდუ
2019/20 - პაულო დიბალა
2020/21 - რომელუ ლუკაკუ
2021/22 - რაფაელ ლეაუ
2022/23 - ხვიჩა კვარაცხელია
2023/24 - ლაუტარო მარტინესი











