სერია ა-ში გუნდების რაოდენობის შემცირების იდეა პირველად FIGC-ის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ წამოაყენა და ახლა, როგორც ANSA იუწყება, ამ იდეას სამი დიდი იტალიური კლუბი მხარს უჭერს.
როგორც ცნობილი ხდება, იუვენტუსის გენერალური მენეჯერი - მაურიციო სკანავინო, ინტერის აღმასრულებელი დირექტორი - ბეპე მაროტა და მილანის პრეზიდენტი - პაოლო სკარონი გრავინას ვიდეო კონფერენციის საშუალებით გაესაუბრნენ, სადაც კლუბების წარმომადგენელმა ფედერაციის ხელმძღვანელს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
რას ფიქრობენ სხვა კლუბების წარმომადგენლები ჯერ უცნობია, თუმცა ფაქტია, გუნდების რაოდენობის შემცირებაზე საუბრები დაწყებულია.
სერია ა-ში 18-გუნდიანი ჩემპიონატი ბოლოს 2003-2004 წლის სეზონზე ჩატარდა, ამის შემდეგ იტალიის უმაღლეს დივიზიონში გუნდების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. მილანის, იუვენტუსისა და ინტერის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ძველ სისტემაზე დაბრუნება ლიგას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.









