კარგი ნაჩვენები შედეგების ფონზე, სესკ ფაბრეგასით რამდენიმე კლუბი უკვე დაინტერესდა. იტალიაში ბევრი წერს, რომ მილანში 37 წლის სპეციალისტი ძალიან მოსწონთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი საქმეშია გერმანული ლაიფციგიც. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, თუმცა ამ ეტაპისთვის მეტი არაფერი ხდება. რედ ბულის წარმომადგენლებმა ესპანელს დაუდასტურეს, რომ მისი კანდიდატურა მომავალი სეზონისთვის სერიოზულად განიხილება.
კომოს სესკ ფაბრეგასის შენარჩუნება სურს, თუმცა ფაქტია ესპანელის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. ახალგაზრდა სპეციალისტს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
კომოს სესკ ფაბრეგასის შენარჩუნება სურს, თუმცა ფაქტია ესპანელის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. ახალგაზრდა სპეციალისტს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.









