რამდენიმე საათის წინ, ესპანურმა გამოცემა “Diario SPORT”-მა, საკმაოდ ხმაურიანი სიახლე გვამცნო - "არტეტა სეზონის ბოლოს არსენალს დატოვებს". ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და ამ ყველაფრის შესახებ ინგლისშიც მალე გაიგეს. ყველა წამყვანმა ბრიტანულმა გამოცემამ, ამ ამბავს ჭორი უწოდა და მალევე უარყვეს. როგორც არსენალთან დაახლოებული წყარო იუწყება, ეს სიახლე ჩავი-ბარსელონას ამბავთან კავშირში არის და ესპანური ტაბლოიდი, უბრალოდ ჭორის აგორებას ცდილობდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
არტეტა არსენალის მთავარი მწვრთნელის პოსტს 2019 წლიდან იკავებს, რა დროშიც საკმაოდ სოლიდური შედეგები დაუგროვდა: 211 მატჩი, 121 გამარჯვება, 57.3%-იანი მოგების მაჩვენებელი და 3 ტიტული. არტეტას არსენალის სათავეში, პირველ 200 მატჩში უფრო მეტი მოგება აქვს, ვიდრე კლუბის ისტორიაში ნებისმიერ სხვა მწვრთნელს.
ამ მომენტისთვის "მეთოფეები", პრემიერ ლიგაში, 43 ქულით მე-3 ადგილს იკავებენ და ლიდერ ლივერპულს 5 ქულით ჩამორჩებიან.
Premier League
სეზონის ბოლოს არტეტაც მიდის?









