პრემიერ ლიგის საგზურს ავტომატურად იფორმებს პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდი - ამ მომენტისთვის აღნიშულ პოზიციებზე არიან ბარნლი (84 ქულა) და შეფილდ იუნაიტედი (83 ქულა). როგორც ვხედავთ, ჰერტფროდშირელებს საპრიზო ადგილებამდე აშორებთ 30 ქულა, რაც ნიშნავს იმას, რომ პრემიერ ლიგაში ავტომატურად გადასვლის თეორიული შანსი უკვე დაკარგულია.
რაც შეეხება მესამე ვაკანტურ ადგილს, საგზურს გაათამაშებენ მესამე პოზიციიდან - მეექვსე ადგილამდე გასული გუნდები. ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილის ამჟამინდელი მდგომაროებით, მე-5 და მე-6 პოზიციებს 60-60 ქულით იყოფენ მიდლსბრო და ბრისტოლი, რაც ნიშნავს იმას, რომ "ყვითლებს" 7-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სჭირდებათ.
როგორც ვხედავთ, პლეიოფში მოხვედრის თეორიული შანსი ვიკარიჯ როუდის ბინადრებს ჯერ კიდევ აქვთ, თუმცა ცხადია, გუნდის ლიდერის ტრავმის შემდეგ, ეს ურთულესი იქნება. წინ 6 ტურია და ტომ კლევერლის გუნდს აღარ აქვს შეცდომის დაშვების უფლება, მაგრამ შესაძლოა, ეს ფაქტორიც კი არ იყოს საკმარისი.











