საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა ლანსსა და ლიონს შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი ლიონის ქართველმა ფორვარდმა ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა.
მიქაუტაძეს პირველ ტაიმში ორი მომენტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა, მესამე მცდელობა კი ზუსტი გამოდგა და ტაიმის მიწურულს ქართველმა სეზონის პირველი გოლი გაიტანა.
ლანსი 0-1 ლიონი
გოლები: 0-1 მიქაუტაძე (45-1')









