სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა სეზონის პირველი დერბი დელა მადონინა იხილა. გუნდები ამ შეხვედრას კარგ ფორმაში შეხვდნენ, შესაბამისად, ფავორიტი ამ დაპირისპირებას არ ჰყავდა.
იმის მიუხედავად, რომ ინტერმა უფრო მეტი საგოლე მომენტი შექმნა, გოლის გატანა მხოლოდ მილანმა მოახერხა. თავის გამოჩენა კრისტიან პულისიკმა შეძლო, რომელმაც მეორე ტაიმში საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
ინტერს ანგარიშის გათანაბრება 74-ე წუთზე შეეძლო, თუმცა ჰაკან ჩალჰანოღლუს პენალტი მაიკ მენიომ მოიგერია.
"როსონერი" ამ გამარჯვების შემდეგ 25 ქულას აგროვებს და მე-2 პოზიცაზე გადასვლას ახერხებს. რაც შეეხება ინტერს, კრისტიან კივუს გუნდი 24 ქულით, მე-4 პოზიციაზე დარჩა.
ინტერი 0-1 მილანი
გოლი: 0-1 კრისტიან პულისიკი 54'.
მატჩის მიმოხილვა









