პრემიერ ლიგის მესამე ტურის კიდევ ერთი მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მანჩესტერ იუნაიტედისა და ბარნლის დაპირისპირდება იხილა. რუბენ ამორიმის გუნდი ამ შეხვედრას ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა, თუმცა ამის მიუხედავად ფავორიტები მაინც "წითელი ეშმაკები" იყვნენ.
90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, თუმცა ოდნავ უკეთესი შთაბეჭდილება მაინც რუბენ ამორიმის ბიჭებმა დატოვეს. საბოლოო ჯამში მასპინძლებმა მძიმე ბრძოლაში 3-2 გაიმარჯვეს და სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
მანჩესტერ იუნაიტედი 3-2 ბარნლი
გოლები: 1-0 ჯოშ კულენი (ს.კ,) 27', 1-1 ლაილ ფოსტერი 55', 2-1 ბრაიან მბიუმო 57', 2-2 ჯეიდონ ანტონი 66', 3-2 ბრუნო ფერნანდეში 90+7'.
მატჩის მიმოხილვა
სხვა მატჩები:
ჩელსი 2-0 ფულემი
ვულვზი 2-3 ევერტონი
სანდერლენდი 2-1 ბრენტფორდი
ტოტენჰემი 0-1 ბორნმუთი









