სანაკრები პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა საინტერესო მატჩებით განახლდა. განსაკუთრებით საინტერესო და უხვგოლიანი კი ქუთაისში გამართული მატჩი გამოდგა.
ტორპედომ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს სამგურალი მიიღო და იმერულ დერბიში გამანადგურებელი ანგარიშით, 6:2 გაიმარჯვა. მატჩის გმირი ახალგაზრდა ალეკო ბასილაძე იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. თითო გოლი შერიფის, ზიტას და პირესის ანგარიშზეა.
დაძაბული იყო კახური დერბი თელავსა და გარეჯს შორის. გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდების მატჩი უგოლოდ დასრულდა.
დინამო არენაზე კი მცირე სენსაცია ვიხილეთ. დინამო თბილისი გაგრასთან 0:1 დამარცხდა. დინამოელების საქმე მას შემდეგ დამძიმდა, რაც მოედნიდან ასუნპსაო გააძევეს. გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე ვანდერსონმა პენალტით გაიტანა.
ხვალ ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება - იბერია კოლხეთს უმასპინძლებს, დინამო ბათუმი კი გორის დილას ესტუმრება.









