ოფიციალურად, ილია თოფურია 21 მარტს საქართველო - ლუქსემბურგის მატჩზე UFC-ის საჩემპიონო ქამარს წარადგენს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულთან დაკავშირებით UEFA-ს მიმართა და დასტური მიიღო.
"ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დინამო არენაზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს. ღონისძიება 20:45 საათზე დაიწყება. ილია თოფურია საქართველოს პრემიერ მინისტრის მოწვევით ჩამოვა," - აღნიშნულია სფფ-ის განცხადებაში.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩი 21 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩი 21 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, UFC 298-ზე ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. საჩემპიონო ბრძოლაში ქართველი ალექსანდერ ვოლკანოვსკის შეხვდა და მეტოქე მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ილია პირველი ქართველია, რომელმაც UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.









