დონეცკის შახტარი და დინამო თბილისი ტრანსფერზე შეთანხმდნენ - 19 წლის ლუკა ლაცაბიძე კარიერას უკრაინულ კლუბში გააგრძელებს. თბილისური გუნდი ამ გარიგებით €700.000 მიიღებს, ფეხბურთელი კი 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ლუკა შახტართან ერთად უკვე დიდი ხანია ვარჯიშობს და როგორც ჩანს უკრაინელების მოწონებაც დაიმსახურა.
ფეხბურთელი დინამოს აღზრდილია და გასულ სეზონში მთავარ გუნდში დებიუტიც ჰქონდა. პოზიციით ცენტრალური მცველი, საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრია.
შახტარში ქართველების რაოდენობა 3-მდე გაიზრდება. გიორგი გოჩოლეიშვილის და ირაკლი აზაროვის შემდეგ, დონეცკურ გუნდში ლუკა ლაცაბიძეც ითამაშებს.