როგორც მოგეხსენებათ, ლივერპული სეზონის წინა მოსამზადებელ შეკრებას იაპონიაში გადის და ამხანაგურ მატჩებს მართავს.
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ლივერპული იოკაჰამას წინააღმდეგ ჩაატარებს და ამით აზიურ ტურნეს დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ლივერპულს ბრაზილიელი მეკარე ალისონი გამოაკლდა, რომელიც კლუბს პირადი, ოჯახური მიზეზების გამო გამოაკლდა.
შესაბამისად, გიორგი მამარდაშვილს შანსი მიეცა და დიდი ალბათობით, აღნიშნულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში მას ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა მერსესაიდელთა რიგებში უკვე ორი შეხვედრა ჩაატარა - პრესტონის და მილანის წინააღმდეგ.
ლივერპული პირველ ოფიციალურ მატჩს 10 აგვისტოს, ასოციაციის თასის ფინალში, კრისტალ პალასის წინააღმდეგ გამართავს.









