ქართული სარაგბო ფრანჩაიზი "შავი ლომი" მიმდინარე წლის მაისში ბრიტანულ ტურნეზე გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
რიჩარდ ქოქრილის გაწვრთნილი გუნდი მასში, შოტლანდიაში გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის მონაწილე ორივე ადგილობრივ ფრანჩაიზთან, "ედინბურგ A-სთან" და "გლაზგო ვორიორსთან" ითამაშებს.
"ედინბურგი A" "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის რიჩარდ ქოქრილის ყოფილი გუნდია, სადაც ქოქრილი მთავარი მწვრთნელის პოსტზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდა (2017-2021).
შეგახსენებთ, შარშან "შავმა ლომმა" ედინბურგში ერთკვირიანი შეკრება გაიარა, მასპინძლებთან მართვადი თამაში გამართა, რის შემდეგაც ინგლისში გადაინაცვლა და "ლესთერ თაიგერსს" შეერკინა.
ბრიტანული ტურნეს შესახებ, "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა ისაუბრა:
"ედინბურგსა და გლაზგოში სტუმრობა შესანიშნავი შესაძლებლობაა გავაგრძელოთ შავი ლომის განვითარება და ასეთი მნიშვნელოვანი სათამაშო დრო დავიმატეთ ჩვენი მოთამაშეებისთვის გამოსაცდელად ზაფხულის ტესტებისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიცია, ვითამაშოთ URC-ში მომავალში და მსგავსი გამოცდილების მიღება კარგია ჩვენთვის, რომ ვისწავლოთ და გავიგოთ, სად ვართ და რა შეგვიძლია. შოტლანდია შესანიშნავი ადგილია მოულოდნელად ველი ამ ტურში გამგზავრებას," - განაცხადა რიჩარდ ქოქრილმა.
"შავი ლომი" მაისში ჯერ ჯერ „ედინბურგ A-ს“ ეთამაშება, 22 მაისს კი მეორე შოტლანდიურ ფრანჩაიზს, "გლაზგოს" შეხვდება.
შეგახსენებთ, "შავი ლომი" "ედინბურგ A-ს" წელს ჩელენჯ თასზეც ეთამაშა და მეტოქემ საკუთარ მოედანზე 36:15 გაიმარჯვა.
"შავი ლომი" ბრიტანეთში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს









