ქართულმა გუნდმა "სქარლეთსთან," ზუსტად ერთი წლის წინ, 15 დეკემბერს, ჩელენჯ თასზე პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (23:7).

მატჩი ჰლანეჰლიში, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში "შავ ლომს" პლეიოფში პირველად გასვლის რეალური შანსი ექნება.
"შავი ლომი" უელსში პარასკევს გაემგზავრება, "სქარლეთსთან" მატჩის წლის ბოლო შეხვედრა იქნება, ჩელენჯ თასზე ასპარეზობას ქართული გუნდი იანვარში განაახლებს, 11 იანვარს ტოპ 14-ის კიდევ ერთ გუნდ "ბაიონას" თბილისში, “მიხეილ მესხზე” უმასპინძლებს, 19 იანვარს კი "ედინბურგს" შოტლანდიაში დაუპირისპირდება.

ფოტო: "შავი ლომი" - ირაკლი ტყემალაძე