რიჩარდ ქოქრილის შეგირდებმა დღეს "შევარდენზე" კაპიტნის ვარჯიში გამართეს.
"შავი ლომი" ჩელენჯ თასის გასულ სეზონში ორ ფრანგულ კლუბს დაუპირისპირდა, "კასტრს" სტუმრად (6:28) და "კლერმონს" თბილისში (3:36).
რაც შეეხება ქართველების ამჟამინდელ მეტოქეს, რაგბის კლუბი "ვანი" 1950 წელს დაარსდა. საფრანგეთის მეორე დივიზიონის გასულ სეზონში "ვანმა" რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა, ფლეიოფში ჯერ "ბეზიე", შემდეგ კი "გრენობლი" დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულთან ერთად, ტოპ 14-ის საგზურიც მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია.
ტოპ 14-ის მიმდინარე გათამაშებაში "ვანმა" 11-იდან სამი თამაში მოიგო და 15 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზეა.
ტოპ 14-ის მიმდინარე გათამაშებაში "ვანმა" 11-იდან სამი თამაში მოიგო და 15 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზეა.
ევროტურნირებზე, კონკრეტულად კი ჩელენჯ თასზე, 7 დეკემბერს "ვანს" დებიუტი ექნება.
ფოტო: ირაკლი ტყემალაძე










