ქართული სარაგბო ფრანჩაიზი "შავი ლომი" ივნისში სამხრეთ აფრიკაში გასამართი „ტოიოტა ჩელენჯისთვის" ემზადება. შეჯიბრებამდე, 2 და 8 მაისს "შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან, სელექციურ და გასახურებელ თამაშებს გამართავს.
მწვრთნელებს ექნებათ შესაძლებლობა დააკვირდნენ ახალ მოთამაშეებს სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე.
შეხვედრები გორის სარაგბო მოედანზე 15:00 საათზე დაიწყება.
დიდი 10-ის ნაკრები ფინალის შემდეგ დასახელდა, სადაც 6 კლუბის 30 მოთამაშეა და ისინი მზადებას დღეს, ქუთაისში შეუდგნენ. ნაკრებ გუნდს ფინალისტი გუნდების მწვრთნელები თავკაცობენ. მთავარი მწვრთნელი ჩემპიონი გუნდის, "ბათუმის" დამრიგებელი ირაკლი ნინიძეა, რომელსაც პალიკო ჯიმშელაძე (ბათუმი), "არესის" მთავარი მწვრთნელი სერგო ფრუიძე და მწვრთნელი ზურა გოგლიჩიძე დაეხმარებიან.
30-კაციან შემადგენლობაში 12 მორაგბე ჩემპიონი "ბათუმიდანაა," 7 "არესიდან," 4 რუსთავის "ხარებიდან," სამ-სამი ქუთაისის "აიადან" და თბილისის "ლელოდან," ერთი კი "წიქარადან",
"შავ ლომს" ტრავმის გამო ვერ ეხმარებიან მიხეილ თაყაიშვილი, სანდრო მამათავრიშვილი, იოსებ გუშარაშვილი და ვასილ კაკოვინი. გუნდმა დიდი 10-ის კლუბებიდან 8 მოთამაშე დაიმატა: მერლს პიტერსი (‘არმია’), გიგა კობახიძე (‘ბათუმი’), ოთია გიორგაძე (‘აია’), ბაჩანა მონიავა (‘ხვამლი’), გიორგი ბოლქვაძე (‘ლელო’), დავით იმნაძე (‘წიქარა’), ვასო ზღუდაძე (‘ხარები’), მიშო ყაჩლავაშვილი (‘ლელო’).
შავი ლომი:ნიკოლოზ ხატიაშვილი, გიგა კობახიძე, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, ბადრი ციხისთავი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), გიორგი ნიკოლაძე, გიორგი კერვალიშვილი, გურამ ღანიაშვილი, გიორგი სინაურიძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე; თენგიზ პერანიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ლუკა ცირეკიძე, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ამირან შვანგირაძე, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე; მერლს პიტერსი (‘არმია’), გიგა კობახიძე (‘ბათუმი’), ოთია გიორგაძე (‘აია’), ბაჩანა მონიავა (‘ხვამლი’), გიორგი ბოლქვაძე (‘ლელო’), დავით იმნაძე (‘წიქარა’), ვასო ზღუდაძე (‘ხარები’), მიშო ყაჩლავაშვილი (‘ლელო’).
მთავარი მწვრთნელი:მარკო ბორტოლამი
მწვრთნელები:მერაბ კვირიკაშვილი, ლადო კილასონია
დიდი 10-ის ნაკრები:ალეკო შამილიშვილი, გიორგი შერვაშიძე, გაგა არაბული, გიორგი შუკაკიძე, გიორგი მარგალიტაძე, რეზი ჯინჭველაშვილი, ბუბა ნოზაძე, გიორგი წიკლაური, რომა მახათაძე, ზურა ნინიძე, ვანო ფუტკარაძე, ვაჟა მიქაძე (ყველა ‘ბათუმი’), შოთა ხელაძე, მურთაზ ცხადაძე, ზურა ძნელაძე, დავით კვირიკაშვილი, იაგო ხაბულიანი, ცოტნე კვესელავა, ზურა ოდიკაძე (ყველა ‘არესი’), ბაჩუკი ბარათაშვილი, გიორგი ქიმუცაძე, გიორგი ფრუიძე (ყველა ‘აია’), გიორგი ჯამბურიძე, ლუკა კოხია, დავით ხუროშვილი, ანარე ტუიტაი (ყველა ‘ხარები’), ბადრი ალხაზაშვილი, ლევან ბაჩილავა, ნიკა აბესაძე (ყველა ‘ლელო’), ბექა ყორიაული (‘წიქარა’).
მთავარი მწვრთნელი:ირაკლი ნინიძე
მწვრთნელები:პალიკო ჯიმშელაძე, სერგო ფრუიძე, ზურა გოგლიჩიძე









