შავი ლომიToyota Chellenge-ს ტურნირის ფარგლებშიტოიოტა ჩიტასთან ორ გასვლით მატჩს გამართავს — ქართული ფრენჩაიზი სამხრეთ აფრიკაში უკვე გაემგზავრა.
სამხრეთ აფრიკულუ ტურნესთვის შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა 32 მორაგბე გამოიძახა, საიდანაც 19 მორკინალია, ხოლო 13 ხაზის მოთამაშე.
შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, ვასილ კაკოვინი, დავით აბდუშელიშვილი, შალვა მამუკაშვილი, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, ბადრი ციხისთავი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), გიორგი ნიკოლაძე, გიორგი კერვალიშვილი, გურამ ღანიაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი სინაურიძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე, სანდრო მამამთავრიშვილი;
ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი სპანდერაშვილი, დავით ხუროშვილი, ლუკა ცირეკიძე, ლაშა მალაღურაძე, თორნიკე კახოიძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ოთარ მეტრეველი, ამირან შვანგირაძე, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ლუკა თაყაიშვილი.
შავი ლომი ტოიოტა ჩიტასის წინააღმდეგ 17 და 26 ოქტომბერს ორ მატჩს გამართავს — პირველი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე დაპირისპირება სტარტს 17 საათზე აიღებს.









