ქართული სარაგბო ფრანჩაიზი "შავი ლომი" 15 მაისს ბრიტანულ ტურნეში გაემგზავრება და შოტლანდიურ ფრენჩაიზებთან, "ედინბურგ A-სთან " და "გლაზგო ვორიორსთან" ამხანაგურ მატჩებს გამართავს.
30 მორაგბით რიჩარდ ქოქრილის შეგირდები "ედინბურგს" 17 მაისს, "გლაზგოს" კი 22 მაისს ეთამაშებიან.
ბრიტანული ტურნესთვის "შავმა ლომმა" ოთხი ახალი მოთამაშე დაიმატა. ქუთაისის "აიას" მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი, რომელსაც "შავ ლომში" ადრეც უთამაშია, თბილისის "ლელოდან" მგეზავი გელა ხელაძე, "ხვამლიდან" ცენტრი ზაურ ლუტიძე და "აიას" ფულბეკი ოთარ მეტრეველი.
ტრავმის გამო შოტლანდიაში ვერ გაემგზავრება ბურჯი გიორგი ჩხარტიშვილი და ცენტრები - იოანე მეტრეველი და თორნიკე კახოიძე.
გაფართოებულ შემადგენლობაში 17 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა.
შავი ლომი შმადგენლობა:
შერკინება:ნიკოლოზ ხატიაშვილი, დათო აბდუშელიშვილი, ვასილ კაკოვინი, თენგიზ ზამთარაძე, შალვა მამუკაშვილი, ირაკლი ქვათაძე, ბაჩუკი ჭუმბაძე, კახაბერ დარბაიძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი, გიორგი სინაურიძე, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ლუკა ივანიშვილი;
ხაზი:ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, თენგიზ პერანიძე, გიორგი ბაბუნაშვილი, გელა ხელაძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე, ლუკა ცირეკიძე, ოთარ მეტრეველი.
შეგახსენებთ, "ედინბურგს" "შავი ლომი" წლევანდელ ჩელენჯ თასზე ეთამაშა და მეტოქემ საკუთარ მოედანზე 36:15 გაიმარჯვა.
რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში "ედინბურგს" 17 ტურის შემდეგ 44 ქულა აქვს (7 მოგება, 1 ფრე, 9 მარცხი, 14 ბონუს-ქულა) და მე-10 ადგილზეა. "გლაზგო ვორიორსი" 59 ქულით (11 მოგება, 6 მარცხი, 15 ბონუს-ქულა) მესამე პოზიციაზეა.









