20 იანვარს „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ფრანგული გრანდის, „კლერმონის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება, 13:00 საათიდან კი გულშემატკივარს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტი და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ელის, Diana King-ის კონცერტი 14:30 საათზე დაიწყება.
ამ დროისთვის, „კლერმონი“ ტოპ 14-ში 26 ქულით (5 მოგება, 1 ფრე და 6 მარცხი) მე-9 ადგილზეა, ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფში კი, ორი მოგებითა და 10 ქულით, სამი ტურის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს.
„შავ ლომი“ ჯგუფში 5 ქულით მე-5 ადგილზეა და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფში გასვლის შანსი ექნება, თუმცა რამდენად რეალური იქნება ეს შანსი მესამე ჯგუფის ორი შეხვედრაზეა დამოკიდებული, „სქარლეთსი“ უელსში „ედინბურგს“, ხოლო „გლოსთერი“ „კასტრს“ ინგლისში ეთამაშება.
შავი ლომი VS კლერმონი









