ქართული სარაგბო ფრანჩაიზი "შავი ლომი" 2025-2026 წლების ჩელენჯ თასის მეორე ტურის მატჩს ირლანდიაში "ქონოთთან" გამართავს. რიჩარდ ქოქრილმა, 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.
6 დეკემბერს „ავჭალაზე“ ფრანგული ტოპ 14-ის "მონპელიესთან" (13:24) მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა და შერკინების მესამე ხაზში მარქაფიდან ლაშა ციხისთავი დაწინაურდა.
დანარჩენმა 14-მა მორაგბემ დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს. შერკინების პირველ ხაზში ნიკოლოზ ხატიაშვილს, ირაკლი ქვათაძეს და კახაბერ დარბაიძეს ვიხილავთ. მეორე ხაზში გუნდის კაპიტან მიხეილ ბაბუნაშვილს დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება, მესამე ხაზში ციხისთავთან ერთად გიორგი ცუცქირიძე და გიორგი სინაურიძე დადგებიან.
ქოქრილმა მარქაფაში ამჯერად 5 მორკინალი და 3 ხაზის მოთამაშე დააყენა. წინა თამაშის შემდეგ აქ ორი ცვლილებაა და ჩელენჯ თასზე დებიუტი მეორეხაზელ გურამ ღანიაშვილსა და ცენტრ ზაურ ლუტიძეს ექნებათ. კვლავ მარქაფაში არიან კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ბურჯები ვასილ კაკოვინი და გიორგი ჩხარტიშვილი, მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი, 9 ნომერი გიორგი სპანდერაშვილი და ფრთა ალექსანდრე თოდუა.
გალვეი. „დექსქომ სთედიუმი“
შავი ლომი (საქართველო) - ქონოთი (ირლანდია)
შავი ლომი
ხაზი:15. ლუკა თაყაიშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება:1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა:16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. ალექსანდრე თოდუა.
პირველ ტურში "ქონოთი" "ოსფრიზს" უელსში ეთამაშა, 21:24 დამარცხდა.
ქონოთი - შავი ლომის მატჩი 14 დეკემბერს, 00:00 საათზე დაიწყება.









