დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის სადებიუტო სეზონში ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი გამართა. ქართულმა ფრენჩაიზმა ფრანგულ გრანდს, „კლერმონს“ უმასპინძლა და 3:36 წააგო.
შეგახსენებთ, „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასზე ისტორიაში პირველად იასპარეზა, 4 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ერთი მოიგო და ჯგუფური ეტაპი 5 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა (ჯგუფში 6 გუნდია).
დღევანდელი მატჩი „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო იყო ლევან მაისაშვილისთვის, ის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსაც დაემშვიდობა.
„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის მატჩი „კლერმონთან“ წააგო









