ქართულმა სარაგბო ფრანჩაიზმა, "შავმა ლომმა" შოტლანდიურ ტურნეზე მეორე მატჩი გამართა. "ედინბურგის" სარეზერვო გუნდთან (47:33) გამარჯვების შემდეგ, რიჩარდ ქოქრილის შეგირდებმა „სკოტსთოუნზე“ "გლაზგო ვორიორსის" მეორე გუნდს 26:14 მოუგეს.
მატჩში ტურნეზე მყოფმა ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა. ალექსანდრე თოდუამ და შალვა მამუკაშვილმა ორ-ორი ლელო გაიტანეს, გარდასახვები კი ლუკა ცირეკიძემ შეასრულა.
გლაზგო ვორიორსი A (შოტლანდია) - შავი ლომი (საქართველო)14:26
შავი ლომი
ხაზი:15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ალექსანდრე თოდუა, 12. დემურ თაფლაძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება:1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. ლუკა ივანიშვილი (კაპ.), 7. გიორგი კერვალიშვილი, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა:ნიკოლოზ ხატიაშვილი, ვასილ კაკოვინი, თენგიზ ზამთარაძე, შალვა მამუკაშვილი, თამაზ ჭამიაშვილი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი; ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, გელა ხელაძე, ამირან შვანგირაძე, ზაურ ლუტიძე.









