სექტემბრის თვეში გაიმართება ოქროს ბურთოს დაჯილდოება, სადაც სხვა ნომინაციებთან ერთად, წლის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდება.
მოგეხსენებათ, ხმის მიცემაში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებების კაპიტნებს, მწვრთნელებს და ჟურნალისტებს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ჟურნალისტმა, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს, წინასწარ გააჟღერა შედეგი, თუ ვის აძლევს ხმას ოქროს ბურთის გამოკითხვაში.
გაჟღერებული შედეგებიდან გამომდინარე, სრული უპირატესობა პსჟ-ს ფრანგ შემტევს უსმან დემბელეს აქვს. იხილეთ ჟურნალისტთა საუკეთესო სამეულები ქვეყნების მიხედვით.
საფრანგეთი
1. დემბელე 2. იამალი 3. ჰაკიმი
არგენტინა
1. დემბელე 2. იამალი 3. რაფინია
აშშ
1. დემბელე 2. იამალი 3. ნუნო მენდეში
ბრაზილია
1. დემბელე 2. იამალი 3. არ გადაუწყვეტია
ბელგია
1. დემბელე 2. იამალი 3. ჰაკიმი
სამხრეთ კორეა
1. დემბელე 2. არ გადაუწყვეტია 3. მბაპე
ტუნისი
1. დემბელე 2. იამალი 3. ჰაკიმი
იტალია
1. დონარუმა 2 .არ გადაუწყვეტია 3. იამალი
ინგლისი
1. ჰაკიმი 2. ნუნო მენდეში 3. არ გადაუწყვეტია
გერმანია
1. არ გადაუწყვეტია 2. იამალი 3. დემბელე
ესპანეთი
1. იამალი 2. დემბელე 3. არ გადაუწყვეტია
პორტუგალია
1. არ გადაუწყვეტია 2. დემბელე 3. იამალი









