შეხვედრაში ანგარიშის გახსნა ლონდონელებმა მოახერხეს. კონორ გალაჰერის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ყველას ტიაგო სილვამ აჯობა. ვეტერანმა ბრაზილიელმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ ნანატრი გოლი გაიტანა. ტაიმის ბოლომდე შეფილდმა შეტევები გააძლიერა, რასაც 32-ე წუთზე ჯეიდენ ბოგლის გამათანაბრებელი გოლიც მოჰყვა.
მეორე ტაიმში კიდევ ორი გატანილი გოლი ვიხილეთ. კოულ პალმერის აქტიურობის შემდეგ თავი ნონი მადუეკემ გამოიჩინა და ანგარიში 1:2 გახდა. ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ ჩელსი მორიგ 3 ქულას ჩაიწერდა, თუმცა მატჩის მიწურულს, 93-ე წუთზე, ოლი მაკბარნიმ ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა.
ვერ მოგებული შეხვედრის მიუხედავად, პოჩეტინოს გუნდის წაუგებელი სერია 7-მატჩამდე გაიზარდა.









