მაიკლ ოუენმა ლივერპულს პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდი უწოდა. ვეტერანმა თავდამსხმელმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ მისი აზრით, მერსისაიდელებს ცალკე აღებულ პოზიციებზე საუკეთესო მოთამაშეები ჰყავთ.
"შეიძლება დამცინოთ, თუმცა ჩემი აზრით, ლივერპული პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან ოთხეულს მიღმა, მერსისაიდელთა შემადგენლობა სხვებს აღემატება. ცალკე მოთამაშეები რომ ავიღოთ, სხვადასხვა პოზიციებზე. ვერ ვიჯერებ, რომ "წითლები" აღნიშნული გუნდით ასეთ შედეგებს აფიქსირებენ."
უკვე ორი ტურია, რაც ენფილდის ბინადრები პრემიერ ლიგაში გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებენ. თავდაპირველად იყო მარცხი ბოლოადგილოსან ვულვზთან, შემდეგ კი ფრე ასევე გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფ ტოტენჰემთან. ამ ყველაფრის შედეგად, არნე სლოტის გუნდი 49 ქულით მე-5 პოზიციაზე არის.









