ორივე ნაკრებისთვის წინა ორი დაპირისპირება წარუმატებლად დასრულდა — ბორჯღალოსნები ახალი ზელანდია XV-თან და იტალიასთან დამარცხდნენ, ხოლო ტონგამ რუმინეთთან და აშშ-სთან წააგო.
საქართველოს და ტონგას ეროვნული ნაკრებები ისტორიაში სულ 7-ჯერ შეხვდნენ და ბორჯღალოსნებს კომფორტული უპირატესობა აქვთ. ქართველმა მორაგბეებმა 5-ჯერ მოიგეს და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდნენ.
ბოლოს ნაკრებები ერთმანეთს 2018 წელს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდნენ, სადაც საქართველომ მეტოქე 20-9 დაამარცხა. ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება კი 2015 წლის მსოფლიო თასზე შედგა და ბორჯღალოსნებმა 17-10 იმარჯვეს.
ბორჯღალოსნების შემადგენლობა დღევანდელი მატჩისთვის:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 34 კეპი, 68 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 45, 200), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 62, 40), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 8), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 116, 95), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 24, 160), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 89, 83, კაპ.);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 8), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 17, 25 ქულა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 12), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 12, 20), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 20, 5), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 17, 10), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 42, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 37, 35).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 9), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 6), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 9, 5), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 16, 10), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 10, 15), 21. სანდრო მამამთავრიშვილი (პენზა, 6); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 54, 35), 23. გიორგი შველიძე (ბრივი).
საქართველოს და ტონგა ეროვნული ნაკრებების დღევანდელი დაპირისპირება მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება და 18 საათზე აიღებს სტარტს.
გამოყენებულია საქართველოს რაგბის კავშირის მასალები









