მოგებული გუნდის ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 88-ე წუთზე გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ბუდუმ შემოსვლიდან ზუსტად 4 წუთში გოლი გაიტანა და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.
ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონზე, ზივზივაძის ანგარიშზე უკვე 8 გატანილი ბურთია. რაც შეეხება კარლსრუეს, ქართველის გუნდს 23 ტურის შემდეგ 32 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზეა.









