საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გაიმართა უხვგოლიანი შეხვედრა ლიონსა და რენს შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
ლიონის ქართველი ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო, 77-ე წუთზე კი გოლი გაიტანა და გუნდს დამაჯერებელ გამარჯვებაში დაეხმარა.
ეს გამარჯვება ლიონისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან გუნდმა 54 ქულა დააგროვა და მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.









