პირველი ტაიმი ლიონმა 1:2 წააგო და მრავალი მცდელობის მიუხედავად, ანგარიშის გათანაბრებას ვერ ახერხებდა.
გუნდს გმირად ჟორჟ მიქაუტაძე მოევლინა, რომელიც მოედანზე 77-ე წუთზე გამოვიდა, ჯერ ფოფანას საგოლე გადაცემა გაუკეთა, შემდეგ კი თავად გაიტანა. შეხვედრის ბოლო წამზე გოლი ალმადამ გაიტანა. გადაცემა კვლავ მიქაუტაძის ანგარიშზეა.
ამ გამარჯვებით ლიონმა 45 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს.









