ევროლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში ვირტუს ბოლონიამ სახლში მიიღო ათენის პანათინაიკოსი, რომელთანაც ანგარიშით 79:81 დამარცხდა. მასპინძლების ძირითად 5-ეულში ტრადიციულად თორნიკე შენგელიაც იყო, რომელიც "ვუ ნერეს" მხრიდან ყველაზე შედეგიანი გამოდგა. მის ანგარიშზეა 19 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა.
აღნიშნული შეხვედრა გამორჩეული იყო იმით, რომ ქართველმა მცირე ფორვარდმა ევროლიგაში 3 ათასქულიან ზღვარს გადააბიჯა. უფრო კონკრეტულად კი "შავების" კალათბურთელის ანგარიშზე 3011 ქულაა.
აქვე დავამატებთ, რეგულარული სეზონის დარჩენილ ორ ტურში მისი გუნდის მეტოქეები მილანი და ბასკონია იქნებიან.