თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის ლეგა A-ს ფინალის საგზური მოიპოვა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა, ვენეცია სერიის მეოთხე მატჩში 79:96 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური ღირსეულად მოიპოვა.
პარკეტზე საუკეთესო სწორედ თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც ბოლონიას ულიდერა - 29 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი, ქართველი დამსახურებულად გახდა მატჩის MVP!
ცნობისთვის, ვირტუს ბოლონიას მეტოქე ფინალში ოლიმპია მილანო იქნება, რომელმაც 1/2 ფინალში ბრეშას ბარიერი დაძლია.
შენგელიამ ვირტუს ბოლონია ფინალში გაიყვანა









