საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის 1/2-ფინალში გაიყვანა. ქართველის გუნდი მეოთხედფინალურ სერიაში „ვენეციას“ დაუპირისპირდა. ოთხი მატჩის შემდეგ გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა, – 2:2.
გადამწყვეტი, მე-5 მატჩი ბოლონიაში გაიმართა. "ვირტუსი" ბოლო პერიოდში მდევრის როლში აღმოჩნდა, ტრავმის მიუხედავად, თორნიკე შენგელია თამაშში ჩაერთო, პარკეტზე 3 წუთი გაატარა, 7 ქულა და 1 პასი მიითვალა, თუმცა მთავარი ქართველის გადამწყვეტი ორქულიანია. მატჩის დასრულებამდე 47 წამით ადრე, შენგელიამ გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო, საბოლოო ანგარიში – 86:84 დააფიქსირა და „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა.
„ვირტუსი“ ნახევარფინალში „მილანს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 31 მაისს გაიმართება.









