კილიან მბაპემ პარის სენ-ჟერმენი დატოვა 2024 წელს - თავისუფალი აგენტის სტატუსით, ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების გარეშე და სასამართლო დავის თანხლებით. ცოტა ხნის წინ, ფრანგმა ფორვარდმა განაცხადა, მადრიდის რეალის ვარიანტი რომ არა, ის კარიერის ბოლომდე პსჟ-ში დარჩებოდა.
"სამეფო კლუბის" თავდამსხმელის სიტყვებს "ლურჯ-წითლების" გულშემატკივრებზე დადებითი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ბევრი თვლის, რომ საფრანგეთის ეროვნული გუნდის მე-10 ნომრის ლუის ენრიკეს გუნდიდან წასვლა, დედაქალაქური კლუბის ისტორიაში საუკეთესო მოვლენა არის.
"პარის სენ-ჟერმენში გავატარე დიდებული შვიდი წელი და ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. ყოველთვის ვამბობი - რომ არა რეალი, მთელი კარიერის მანძილზე სწორედ პსჟ-ში დავრჩებოდი. ვსაუბრობ კლუბზე, რომელიც საფრანგეთში საუკეთესოა."
ქვემოთ კი "ლურჯ-წითლების" გულშემატკივრების გამოხმაურებები
"მადლობა რეალს, რომ მბაპეს სახით პარის სენ-ჟერმენს სიმსივნე მოაშორა".
"მბაპეს წასვლის შემდეგ, პარის სენ-ჟერმენი გარდაიქმნა".
"არ უნდოდი არც ენრიკესა და არც მთლიანად პარის სენ-ჟერმენს, რადგან ზედმეტად ეგოცენტრიული ხარ".
"მადლობა კილიან, შენი წასვლა პარის სენ-ჟერმენის ისტორიაში საუკეთესო მოვლენა არის".









