გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ბარსელონას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე, 80:83 წააგო.
ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. შერმადინმა თამაში ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე თითქმის 29 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 23 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
9 მოგებითა და 9 წაგებით ტენერიფე სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 20 იანვარს ქართველის გუნდი სტუმრად მონბუს ობრადორიოს დაუპირისპირდება.
შერმადინი ბარსელონასთან მატჩის MVP გახდა









