35 წლის კალათბურთელი პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - 21 ქულა, 3 მოხსნა და 2 ქულა. მოპოვებული ქულებით, შერმადინმა შეძლო და საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა. ქართევლმა ვოიჩეხ ჰრუბანს გადაასწრო და 1116 ქულით, პირველ ადგილზე გადაინაცვლა ჩემპიონატის ისტორიაში ჩაგდებული ქულებით.
რაც შეეხება ფინალს, წინ ესპანური დაპირისპირება გველოდება: ტენერიფე-უნიკახა. მატჩი 28 აპრილს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.










