ფიბას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სერიები დაიწყო, სადაც გიორგი შერმადინის ტენერიფემ, რომელმაც სერიის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე გამართა, თურქული თოფაში 83:78 დაამარცხა. 35 წლის ქართველმა მოედანზე ჯამში 22 წუთი გაატარა:
18 ქულა;
5 მოხსნა;
1 პასი;
სერიის საპასუხო მატჩი 10 აპრილს, ქალაქ ბურსაში გაიმართება. თუ ტენერიფემ მეორე შეხვედრაში თურქეთში 7 ქულით არ წააგო, ოთხთა ფინალში სწორედ ესპანელები გავლენ.