ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ საკუთარ მოედანზე არსენალს დაუპირისპირდა, 2:1 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე ინტერია.
პარიზელთა ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც შეტევის გარდა უდიდესი სამუშაო დაცვაშიც გასწია.
კვარაცხელიას ამ ორმატჩიან დუელში დაცვითი სასარგებლო მოქმედება ჯამში 20 ჰქონდა, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ართმევა კი 11, რაც მეორე საუკეთესო შედეგია.
კვარას დაცვით ფუნქციებში რომ დიდი და შესამჩნევი პროგრესი აქვს, ეს დიდი ხანია გამოჩნდა. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ლუის ენრიკე ბოლო დროს ხვიჩას 90 წუთი ათამაშებს.









