ლაიფციგის 21 წლის სლოვენიელი ფორვარდი, ადგილობრივი კრშკოს აღზრდილია, 2019 წლიდან კი ის რედ ბულის ევროპული გუნდის ნაწილი გახდა. დომზალედან ზალცბურგში გადასული შეშკო, მალევე გახდა გუნდის ლიდერი და 2023 წელს, გერმანულ ლაიფციგშიც გადაბარგდა. შეშკომ გასული სეზონი შედარებით რთულად დაიწყო, თუმცა მეორე წრეში ყველას აჩვენა, თუ რამხელა ტალანტთან გვაქვს საქმე - 42 მატჩი, 18 გოლი და 2 საგოლე გადაცემა, პირველი სეზონისთვის ეს სტატისტიკა საკმაოდ კარგად შეფასდა.
ფეხბურთელის ტალანტი კი ინგლისური გრანდებისთვის, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. გარკვეული პერიოდის წინ, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მილანიც იჩენდა, თუმცა "როსონერი" საქმიდან უკვე გავიდა. ასევე, ინტერესს იჩენს ფრანგული პსჟ-ც, თუმცა ფეხბურთელი ამ მომენტისთვის მათი მთავარი სამიზნე არაა.
ბენჟამინს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მის ხელშეკრულებაში კი გამოსასყიდი თანხა €65 მილიონი წერია. ლაიფციგი ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა შეშკო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ამასობაში ინგლისელები გააქტიურდნენ, ზემოთ ხსენებული გუნდების წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ. ამ მომენტისთვის ფავორიტი გამოკვეთილი არაა, რადგან შეშკოს წინ ევრო 2024 ელოდება და დიდია იმის ალბათობა, რომ ფეხბურთელმა პოტენციურ ტრანსფერზე, სწორედ ამ ტურნირის შემდეგ იფიქროს.









