მას შემდეგ, რაც სიმონე ინძაგიმ ინტერი დატოვა, "ნერაძურიმ" ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცესი დაუყონებლივ დაიწყო. განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატურა, საიდანაც მთავარი სამინზე სესკ ფაბრეგასი იყო. იმის მიუხედავად, რომ ესპანელი სპეციალისტი ამ შესაძლებლობაზე სერიოზულად ფიქრობდა, კომომ ყველანაირი შემოთავაზება დაბლოკა, შესაბამისად, 38 წლის მწვრთნელი ინტერში გამოირიცხა.
გეგმა B პატრიკ ვიეიერა იყო, რომელთანაც პირველი კონტაქტი გასულ ღამეს შედგა, თუმცა ფრანგმა სპეციალისტმა ჯენოაში დარჩენა გადაწყვიტა. მსგავსი სიტუაციაა რობერტო დე ძერბისთანაც, რომელმაც ინტერის შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.
ვინ ჩაიბარებს ინტერს?
"ნერაძურიში" კრისტიან კივუ ბრუნდება! იტალიურ გრანდსა და რუმინელ მწვრთნელს შორის შეთანხმება შედგა, 44 წლის სპეციალისტს ქალაქ მილანში უკვე ელოდებიან, სადაც ინტერთან კონტრაქტს გააფორმებს.
კრისტიან კივუ ინტერში 2007-2014 წლებში თამაშობდა, ხოლო 2018 წლიდან 2024 წლამდე "ნერაძურის" ასაკობრივ გუნდებს წვრთნიდა. რუმინელი ახლა პარმას მთავარი მწვრთნელია - კივუს ხელმძღვანელობით "ჯალობლუმ" 13 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და 3-ჯერ დამარცხდა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ინტერი კრისტიან კივუს უახლოეს 24-48 საათში ოფიციალურად წარადგენს.









